„ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“
ჭადრაკის სასახლეში პროექტის, „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ ფარგლებში მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის 83 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საჩვენებელი ტურნირი გაიმართა. ლეგენდარულმა მოჭადრაკემ ერთდროულად ათ ახალგაზრდა სპორტსმენთან ითამაშა და საჩვენებელი მასტერკლასიც ჩაატარა. ტურნირის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. პროექტის- „ეთამაშე დედოფალს“ გარდა, ნონა გაფრინდაშვილმა იუთუბ პლატფორმაზე ახალი გადაცემათა სერია, „ნონა თოლქს“ დაიწყო. ფორმატის თანახმად: ლეგენდარული მოჭადრაკე, სხვა სახელოვან სპორტსმენებთან ერთად, სპორტის სხვადასხვა სახეობაზე ისაუბრებს. გადაცემის პრემიერა დღეს: 21:00-ზე შედგება.
