ოკუპანტის იერიში უკრაინაში
რუსმა სამხედროებმა მიმდინარე წელს უკრაინაში 547-ი კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. სერგეი შოიგუს განმარტებით, ფრონტის ხაზზე უკრაინა გარკვეული პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა რუსეთის არმიის შეტევებიდან გამომდინარე, ისინი უკან იხევენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრ პავლიუკის განცხადებით, ზაფხულში რუსეთის შემდგომი ნაბიჯი და ერთ-ერთი მთავარი მიზანი შესაძლოა ხარკოვის და სუმის ოკუპაცია იყოს.
