კრემლი დევიდ კემერონის განცხადებას ეხმაურება
რუსეთი დევიდ კემერონის განცხადებას უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებასთან დაკავშირებით პირდაპირ ესკალაციად აფასებს. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს სახიფათო და შემაშფოთებელი უწოდა. მისი თქმით, ამ ნაბიჯით ევროპული უსაფრთხოების მთელი სისტემა რისკის ქვეშ დგება. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევს სამი მილიარდი გირვანქა სტერლიგნის ოდენობის სამხედრო დახმარების ყოველწლიურად გამოყოფის პირობა მისცა და აღნიშნა, რომ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას არ ეწინააღმდეგეგბა.
