ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აკრიტიკებს
ვიქტორ ორბანის განცხადებით, დღევანდელი ევროკავშირი ის ევროპული ბლოკი აღარ არის, რომელშიც უნგრეთი 20 წლის წინ გაწევრიანდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელი ევროპა მწვავედ აკრიტიკებს იმ წევრ სახელმწიფოს, რომელიც ოჯახს ქალისა და მამაკაცის ერთობას უწოდებს. ორბანის განცხადებით, მისი ქვეყანა ევროკავშირს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის შეუერთდა, დღეს კი ეკონომიკური კრიზისისა და ომის საფრთხის წინაშე დგას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში ასევე განმარტა, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებშიც ახლა ომის მომხრე მთავრობები არიან, რომელთაც მშვიდობის მომხრე უნგრული მთავრობის შეცვლა სურთ.
