წითელი პარასკევი
დღეს წითელი პარასკევია – ტრადიციულად, ვია დოლოროსას გზა მორწმუნეებმა წმინდა მიწაზე ლოცვით და გალობით გაიარეს. მსვლელობა პილატეს სასახლესთან დაიწყო და გოლგოთასთან დასრულდა. ხვალ დიდი შაბათია. მართლმადიდებლები მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან.