პასუხი საფრანგეთის საგარეო უწყებას
ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური პარიზის შეფასების შემდეგ საქართველოს განმარტება გაეგზავნა ფრანგულ მხარეს. ქვეყნის დიპლომატიური უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოში დაცულია გამოხატვის თავისუფლება, საფრანგეთის შეფასება კი არაობიექტურია და ახალისებს ძალადობას. საქართველოს საგარეო უწყების ამ გზავნილს წინ უძღვოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება, რომ შეშფოთებით აკვირდებიან მოვლენებს და გმობენ ძალადობას.
