უკრაინელი გენერლის ინტერვიუ
რუსეთი ხარკოვის და სუმის სრულ ოკუპაციას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა „ტაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა. გენერალ-ლეიტენანტ, ალექსანდ პავლიუკის განმარტებით, ხარკოვის აღება საოკუპაციო ძალებისთვის შესაძლოა ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყოს. თუმცა, როგორც სამხედრო მაღალჩინოსანმა ინტერვიუში აღნიშნა, ამერიკულმა და ევროპულმა დახმარებამ უკრაინას ზაფხულში შესაძლოა არა მხოლოდ რუსული შეტევების შეკავების, არამედ სტრატეგიული ინიციატივების საშუალება მისცეს. ალექსანდრ პავლიუკის განმარტებით, კიევს ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის სისტემა ესაჭიროება, რათა რუსეთის შეტევებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა შეძლონ.
