აშშ-ში პოლიციელმა დარბევისას იარაღიდან გაისროლა
ნიუ იორკის პოლიციის ოფიცერმა, კოლუმბიის უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად შეჭრილი სტუდენტების დარბევის სპეცოპერაციის დროს ცეცხლსასროლი იარაღით გაისროლა. რეიდი 30 აპრილს ჩატარდა, თუმცა სროლის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ წუხელ გახდა ცნობილი. ნიუ იორკის პოლიციის ცნობით, ოფიცერმა ცეცხლსასროლი იარაღით შემთხვევით ისროლა და შედეგად არავინ დაჭრილა.
