პროტესტი და წინააღმდეგობა
გმირთა მოედანზე გამართული აქცია გამთენიისას დასრულდა. გზები ბარიკადებისგან სრულად გაწმენდილია, სამანქანო გადაადგილებისთვის კი გახსნილი. მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში ვაკე- საბურთალოსთან დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთი სრულად პარალიზებული იყო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მოქალაქეებმა გზების გადაკეტვა დაახლოებით საღამოს 9-ის ნახევარზე დაიწყეს. მოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირზე შეკრებილები შეუერთდნენ. აქციის მიმდინარეობისას ისმოდა მოთხოვნებიც, მათ შორის პროტესტის დღეებში დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ. აქციაზე იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც.
