პასუხი საფრანგეთის საგარეო უწყებას
ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური პარიზის შეფასების შემდეგ საქართველოს განმარტება ფრანგულ მხარეს გაეგზავნა. ქვეყნის დიპლომატიური უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოში დაცულია გამოხატვის თავისუფლება, საფრანგეთის შეფასება კი არაობიექტურია და ახალისებს ძალადობას. საქართველოს საგარეო უწყების ამ გზავნილს წინ უძღოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება, რომ შეშფოთებით აკვირდებიან მოვლენებს და გმობენ ძალადობას.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
