პრემიერის პასუხი სახელმწიფო მდივნის მრჩეველს
თბილისსა და ვაშინგტონს შორის აქტიური კომუნიკაცია გრძელდება. ამის დადასტურებაა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შემდგარი საუბარი. მანამდე იყო ამერიკის ელჩის განცხადება, რომ ქართულმა მხარემ უარი თქვა შეერთებულ შტატებში ვიზიტზე, რასაც მალევე მოჰყვა განმარტება ქვეყნის დიპლომატიური უწყებისგან, რომ დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დათქმა გულისხმობდა, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
