აშშ-ში ლაინერის საქმის ინფორმატორი გარდაიცვალა
შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა მეორე ინფორმატორი, რომელიც „ბოინგ 737-ი მაქსის” ხარვეზების შესახებ იტყობინებოდა. ცნობას ამერიკული მედია ავრცელებს და იუწყება, რომ ყოფილი აუდიტი ჯოშუა დინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამტკიცებდა, რომ კომპანია „აეროსისტემის“ მმართველობა შეგნებულად არ ითვალისწინებდა ცნობებს ხარვეზის შესახებ. ეს კომპანია კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თვითმფრინავის კორპუსს ამზადებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ავარიული გასასვლელი ფრენისას გაეხსნა. 45 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად ამოუცნობი წარმომავლობის მოულოდნელი დაავადება დასახელდა.
