კემერონი: უკრაინას აქვს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის უფლება
უკრაინას აქვს უფლება გამოიყენოს ბრიტანული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებისთვის_ ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა დევიდ კემერონმა განაცხადა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის და ქვეყნის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა და კიევს, იარაღთან ერთად, ფინანსური დახმარების პირობა მისცა.
