პროტესტი და წინააღმდეგობა
გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია. ტრანსპორტი ვაკე - საბურთალოს მიმართულებით შეუფერხებლად გადაადგილდება. აქციის მონაწილეთა ძირითადმა ნაწილმა ტერიტორია გამთენიისას დატოვა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მოქალაქეებმა გზების გადაკეტვა დაახლოებით საღამოს 9-ის ნახევარზე დაიწყეს. მოგვიანებით, მათ რუსთაველის გამზირზე შეკრებილები შეუერთდნენ. აქციაზე იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც. გზის გადაკეტვის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა მძღოლების ნაწილი.
