დარბევა და დაკავებები ამერიკაში
თავად შეერთებულ შტატებში, კერძოდ კალიფორნიის უნივერსიტეტში პალესტინელთა მხარდამჭერი სტუდენტური აქცია კი პოლიციამ რეზინის ტყვიების, ხელკეტებისა და შოკური მოქმედების ხელყუმბარების გამოყენებით დაშალა. სამართალდამცველებმა მთელი ღამის განმავლობაში, ათობით აქტივისტი დააკავეს და საპროტესტო აქციის ფარგლებში გაშლილი კარვების ქალაქი დაარბიეს. ლოს-ანჯელესის გარდა, პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები, პოლიციასთან დაპირისპირებითა და მასობრივი დაკავებებით მიმდინარეობს ამერიკის კიდევ 5 უნივერსიტეტში. მარიამ გიგანი გიამბობთ.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები