შეხვედრა ევროკომისიის გენერალურ დირექტორთან
ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის გენერალურ დირექტორთან, სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, გერტ იან კოპმანთან შეხვედრისას დაადასტურა. გაიმართა სამუშაო სადილიც. შეხვედრა შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. შალვა პაპუაშვილმა გერტ იან კომპანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელება. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და მიმდინარე დღის წესრიგი, გერტ იან კოპმანმა განიხილა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მნიშვნელობას.
