ვითარება ღაზის სექტორში
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათში ღაზის სექტორის სხვადასხვა რაიონში საჰაერო დარტყმები განახორციელეს. მათ შორის ქალაქ ღაზაშიც. „ჰამასის“ თავდასხმების მოგერიების პარალელურად ისრაელი საარტილერიო შეტევებს ამ დრომდე განაგრძობს ღაზის ცენტრლაურ ნაწილში. „ცაჰალის“ ცნობით, მათი სამიზნე „ჰამასის“ ობიექტებია. პალესტინის კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში საომარი მოქმედებების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 51 კი დაშავდა. ისრაელ-„ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 34 500-ს გადააჭარბა
