აქციის დაშლა კალიფორნიის უნივერსიტეტში
ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტში პოლიცია დემონსტრანტების კარვების ქალაქს არბევს. პალესტინის მხარდამჭერი აქციის დასაშლელად სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს, ხელკეტებსა და რეზინის ტყვიებს იყენებენ. სამართალდამცველებმა სტუდენტების მიერ სასწავლებლის ტერიტორიაზე აღმართული ბარიკადები დაშალეს და ათობით აქტივისტი დააკავეს. ჯამში, ამერიკის უნივერსიტეტებში მიმდინარე დემონსტრაციების ფარგლებში, 1000-ზე მეტი მოქალაქეა დაკავებული
