მაკრონის განცხადება
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული აგრესიის დასამარცხებლად, უკრაინაში ჯარის შეყვანას არ გამორიცხავს. ეკონომისტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის გამარჯვება დაუშვებელია და ამ მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლო ზომის მიღებას განიხილავს. საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული კრიზისის ფონზე ევროპას სასტიკი და უეცარი სიკვდილი ემუქრება, ამიტომ გამოწვევებზე დროული რეაგირებაა საჭირო
