ანსამბლ „მძლევარის“ საიუბილეო საღამო
კულტურის სამინისტროს მხარდამჭერით ანსამბლ „მძლევარის“ 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. შესრულდა მსოფლიოს საგუნდო ნაწარმოებები ქორეოგრაფიული დადგმებით და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ნიმუშები, სიმღერისა და ცეკვის თანხლებით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლ „მძლევარის“ სხვადასხვა თაობის მომღერლები. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ კი ანსამბლ „მძლევარისა“ და მისი დამფუძნებლის, ტარიელ ონაშვილის, ვარსკვლავი გაიხსნა
