დღეს ქუთაისობა აღინიშნება
„გვირილობა" - ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული აღინიშნება. ქალაქში, მთელი დღის განმავლობაში, ტარდება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარედ მოწყობილია გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის, მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება კონცერტით დასრულდება. „გვირილობა" ქუთაისში ყოველი წლის 2 მაისს აღინიშნება