დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია
ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, ასევე, განათებისა და სარწყავი ქსელები; დაითესება ბალახი და დაირგვება 150 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 300 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანიც რეაბილიტირდება
