პრემიერის შეხვედრა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტთან
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ქვეყანას სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში უწევს. თავის მხრივ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ საინვესტიციო ბანკმა , როგორც ევროკავშირის ფინანსურმა ინსტიტუტმა, კვლავ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით. საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მაჩვენებლებს და აღინიშნა, რომ არსებული ტენდენცია გრძელდება. საქართველოში ოპერირების დაწყებიდან ევროპის საინვესტიციო ბანკმა საჯარო სექტორში მილიარდ ექვსასი მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა
