კლინიკაში 15 დაშავებული გადაიყვანეს
რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი დაშავდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით, ინტოქსიკაციითა და სასუნთქი გზების გართულებებით დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 1-ელ და 2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ჰოსპიტალიზაცია ჯამში 15 ადამიანს გაუწიეს, მათ შორის არიან სამართალდამცველები. დაშავებულთა ნაწილი კლინიკიდან უკვე გაეწერა
