ვანდალიზმი და ძალადობრივი ქმედებები აქციაზე
საპროტესტო აქცია პარლამენტთან გამთენიისას დასრულდა. ვითარება საკანონმდებლო ორგანოსთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპოლიციო ძალებმა ტერიტორია დატოვეს. მშვიდობიანი პროტესტი მალევე ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა. ადგილი ჰქონდა ვანდალიზმის ფაქტებს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შუშები ჩაამსხვრიეს და შესასვლელებთან ნაგვის ურნები დააწყვეს. მომიტინგეთა მეორე ნაწილმა კი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო ღობეები მოხსნა და ცეცხლი წაუკიდა. დაამტვრიეს ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო ვიდეოკამერებიც. წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება სამართალდამცველებმა მას შემდეგ დაიწყეს , რაც აგრესიულად განწყობილი ჯგუფი პარლამენტის ეზოში შესასვლელ ჭიშკარს ამტვრევდა. ამ დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა აქციის ორი მონაწილე დააკავეს. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დაძაბული პროცესების პარალელურად, აქციის მონაწილეებმა თბილისის მასშტაბით რამდენიმე ქუჩაც გადაკეტეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ისმის აქციის მონაწილეთა ხმა, რამდენიმე ადამიანი ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობს
