"გვირილობა" - ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული აღინიშნება
"გვირილობა" - ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული აღინიშნება. ქალაქში, მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარედ მოწყობილია გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის, მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება კონცერტით დასრულდება. "გვირილობა" ქუთაისში ყოველი წლის 2 მაისს აღინიშნება.