ჩემპიონთა ლიგა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „დორტმუნდმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ აჯობა და პირველი მატჩის შემდეგ უპირატესობა მოიპოვა. გერმანელებმა მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 1-0 აჯობეს. ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ნიკლას ფულკრუგმა გაიტანა. მეორე ნახევარში საფრანგეთის გუნდს არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდმა შანსი ვერ გამოიყენა. ამ გუნდების საპასუხო მატჩი 7 მაისს, პარიზში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ „დორტმუნდის“ გამარჯვების შემდეგ გადაწყდა, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 5 გერმანული გუნდი ითამაშებს.
