მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება
მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება. ვნების კვირის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი დღეა დიდი ხუთშაბათი. სახარების მიხედვით, სწორედ დიდ ხუთშაბათს დააწესა მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო. დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდა წმინდა მიწაზე. ტრადიციულად, შესრულდა ფეხთბანის რიტუალი. მსახურება, იერუსალიმის პატრიარქმა აღავლინა. წმინდა მიწაზე აღდგომის კვირეულის აღსანიშნავად მომლოცველები მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ, ისრაელ-ჰამასის ომის პირობებში, ძველ ქალაქში განსაკუთრებით გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები .
