შეტაკება პარიზში - დაკავებულია 45 ადამიანი
შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაცია, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებაში გადაიზარდა პარიზშიც. საფრანგეთის დედაქალაქში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს, დაშავდა 12 ადამიანი. არეულობის დროს სამართალდამცველებმა 45 ადამიანი დააკავეს.
