ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება ანკლავის ჩრდილოეთით მდებარე გადასასვლელიდან პირველად შევიდა
ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება ანკლავის ჩრდილოეთით მდებარე გადასასვლელიდან პირველად შევიდა. სექტორის ჩრდილოეთით მშვიდობიან მოსახლეობას საკვები და სასმელი წყალი მიაწოდეს. ჩრდილოეთის მარშრუტის გახსნას, საერთაშორისო ორგანიზაციები რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ. აღნიშნული გადასასვლელი 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის სისხლიანი თავდასხმის დროს დაინგრა. რის შემდეგაც, ანკლავის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უკიდურესად იყო გართულებული და მხოლოდ საჰაერო გზით შეიძლებოდა.
