ჰამასის და ისრაელის უშედეგო მოლაპარაკებები
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოლაპარაკების ფარგლებში, ჰამასი ისრაელის შეთავაზებას არ დათანხმდა. „ფრანს პრესთან“ საუბრის დროს დაჯგუფების მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ მათი მთავარი მიზანი, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ანკლავიდან ისრაელის ჯარების გაყვანაა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სამომავლო გეგმებს ეწინააღმდეგება, რომელიც ჰამასის მებრძოლებისგან ანკლავის სრული გაწმენდის მიზნით, რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას მოიცავს. ისრაელი აცხადებს, რომ დაჯგუფების მებრძოლები, სწორედ ამ ქალაქს აფარებენ თავს.
