ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა
პალესტინელთა მხარდამჭერ დემონსტრაციაზე, სამართალდამცველებია მობილიზებული, ისინი აქტივისტებს დაუყოვნებლივ დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავება ემუქრებათ. გუშინ, ამავე უნივერსიტეტში, საპროტესტო აქცია არეულობასა და ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კალიფორნიის გუბერნატორმა პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე, სამართალდამცველების დაგვიანებული ჩართვა გააკრიტიკა. გუბერნატორის, გევინ ნიუსომის პრესსპიკერის განმარტებით, მანიფესტაციაზე მომხდარი არეულობის დროს, პოლიციის ოფიცრებმა საკმარისად ოპერატიულად არ იმოქმედეს და სასწავლებლის ტერიტორიაზე არეულობა დროულად ვერ აღკვეთეს.
