პრემიერი მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს შეხვდა. განხილვის თემა იყო გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ბანკის მხარდაჭერამ, ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების პროცესში შეასრულა .
