კლინიკაში 15 დაშავებული გადაიყვანეს
რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რვა ადამიანი დაშავდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, ინტოქსიკაციითა და სასუნთქი გზების გართულებით დაშავებულები , კლინიკებში გადაიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ელ და 2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაცია, ჯამში 15 ადამიანს გაუწიეს , მათ შორის არიან სამართალდამცველები. დაშავებულთა ნაწილი, კლინიკიდან უკვე გაეწერა.
