ძალადობრივი ქმედებები აქციებზე - შეფასებები
ხუთ საათზე დაანონსებული აქცია პარლამენტთან გამთენიისას დასრულდა. ვითარება საკანონმდებლო ორგანოსთან მას შემდეგ დაიძაბა , რაც საპოლიციო ძალებმა ტერიტორია დატოვეს. მშვიდობიანი პროტესტი მალევე ვანდალიზმსა და ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შუშები ჩაამსხვრიეს და შესასვლელებთან ნაგვის ურნები განალაგეს. მომიტინგეთა მეორე ნაწილმა კი, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო ღობეები მოხსნა და ცეცხლი წაუკიდა. დაამტვრიეს ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო ვიდეოკამერებიც. დემონსტრანტები პარლამენტის ეზოში შეჭრას სხვადასხვა გზით ცდილობდნენ. წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება სამართალდამცველებმა მას შემდეგ დაიწყეს , რაც აგრესიულად განწყობილი ჯგუფი პარლამენტის ეზოში შესასვლელ ჭიშკარს ამტვრევდა. ამ დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა აქციის ორი მონაწილე დააკავეს.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
