ჩინეთში გზის ჩანგრევას 36 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში გუნადუნის პროვინციაში გზის ნაწილი ჩაინგრა რასაც 36 ადამიანი ემსხვერპლა. 30 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გზის 17-მეტრიანი მონაკვეთის ნგრევის მიზეზი, გადაუღებელი წვიმები გახდა. აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, უხვმა ნალექებმა გუნადუნის პროვინციაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.
