ბლინკენი: ისრაელი ომის დასრულებას არ თანხმდება
ისრაელი ღაზაში „ჰამასთან“ ზავის ფარგლებში, ომის დასრულებას არ დათანხმდება. ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. გავრცელებული ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შტატების სახელმწიფო მდივანთან აღნიშნა, რომ ისრაელი დაინტერესებულია შეთანხმების მიღწევით, თუმცა მისი სურვილია „ჰამასის“ განადგურება და ისრაელი რაფაჰში, სახმელეთო ოპერაციას აუცილებლად ჩაატარებს.
