გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა
დაახლოებით ხუთი საათია პარლამენტის პლენარული სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ხმაურის, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე დაიწყო და ასევე გაგრძელდა. ვითარება სხდომათა დარბაზში პერიოდულად იძაბება. ვიდრე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყებოდა, ოპოზიციასა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, ისმოდა უცენზურო გამონათქვამებიც. რამდენიმე დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტის დარღვევისთვის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
