ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა
ამ დაპირისპირების შემდეგ მალევე კლინიკიდან პირდაპირ პარლამენტში მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ლევან ხაბეიშვილი საკანონმდებლო ორგანოში ეტლით შეიყვანეს, გადაადგილებაში კი ოპოზიციონერი დეპუტატები ეხმარებოდნენ. შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის დროს ხაბეიშვილი დაშავდა , მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განმარტეს, რომ ლევან ხაბეიშვილი პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით კორდონში შეიჭრა, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და ამ დროს მიიღო სხეულის დაზიანება.
