ანა წითლიძესა და გურამ მაჭარაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა
ვიდრე პარლამენტში სხდომა დაიწყებოდა, ანა წითლიძესა და გურამ მაჭარაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ხალხის ძალის“ წევრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კონკრეტული ბრალდებები წაუყენა. ამ სიტყვიერი დაპირისპირების დროს კი მაჭარაშვილმა წითლიძეს მოღალატე უწოდა.
