დაპირისპირება პარლამენტში
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - ხმაური სხდომათა დარბაზში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვამდე დაიწყო. მას შემდეგ, რაც დარბაზში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გამოჩნდა, ოპოზიციასა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ისმოდა უცენზურო გამონათქვამებიც. რამდენიმე დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტის დარღვევისთვის სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მანამდე კი ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა კანონპროექტის გაწვევა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
