ნეთანიაჰუმ ჰააგის სასამართლო გააკრიტიკა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აკრიტიკებს. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ჰააგის სასამართლო ცდილობს ხელი შეუშალოს ისრაელს ტერორიზმისგან თავის დაცვაში, რაც დასაგმობი და მიუღებელია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლომ შესაძლოა ისრაელის ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის პირის დაპატიმრების ორდერი გასცეს.
