სტუდენტების პროტესტი აშშ-ში
ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციები შეტაკებებისა და მასშტაბური დაკავებების ფონზე გრძელდება. ბოლო რამდენიმე კვირაში სამართალდამცველებმა აქციებზე ათასზე მეტი ახალგაზრდა დააკავეს. ზოგიერთ ადგილას პოლიცია აქციის დასაშლელად სპეციალურ საშუალებებს იყენებს.
