პროვოკაციები და დაპირისპირება აქციაზე
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია - საპოლიციო დანაყოფებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და დედაქალაქის მთავარი გამზირი გამთენიისას დატოვეს. მშვიდობიანი აქცია, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოწოდებები გააკეთეს და პარლამენტთან შეკრებილებმა ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება დაიწყეს. აქციის მონაწილეების მხრიდან დაუმორჩილებლობის შემდეგ, ცოცხალ ძალასთან ერთად, სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცველები.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
