შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის გაფართოება - ამ საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან იმსჯელა. ვახტანგ გომელაურისა და იოახიმ შტამპის შეხვედრაზე, 2 მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობა განხილეს. აღინიშნა, რომ გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სათანადო დაცვას.
