სააკაშვილი უკან იხევს
კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის უკან, რომელშიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესია და რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. რეზოლუციის მიღებამდე ერთი კვირით ადრე, თავად პატიმარმა-პაციენტმა სტრასბურგის სასამართლოს მისწერა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სარჩელიც უკან გააქვს. ლოგიკურად იბადება კითხვა, როგორ მოხვდა დოკუმენტში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით? ამ კითხვას პაციენტის თანამოაზრეები თავს არიდებენ. გამოდის, რომ რეზოლუციაში დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ჩაიწერა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
