შეხვედრა ჩეხეთის საელჩოში
ჩეხეთის საელჩომ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მედიამფლობელები და სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები. განხილვის თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იყო. შეხვედრას ესწრებოდა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი. ირაკლი რუხაძემ ელჩებს კანონპროექტზე საკუთარი ხედვა გააცნო. საუბარი ასევე შეეხო მედიაგარემოს. როგორც ირაკლი რუხაძე აცხადებს, დღეს საქართველოში მედია თავისუფალია ისე, როგორც არასდროს.
