ნაირა გელაშვილის პოზიციათა ცვლილება
გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი ინიციატივის არსს კიდევ ერთხელ განმარტავს. დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ პროექტს მხოლოდ ის ძალები ეწინააღმდეგებიან, რომლებიც სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ პროექტებს, შეფარულად ახორციელებენ. მმართველ გუნდში განმარტების საჭიროება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის ნაირა გელაშვილმა კანონპროექტი გააკრიტიკა. კავკასიური სახლის გამგეობის თავმჯდომარეს წარსულში გაკეთებული განცხადებაც შეახსენეს.
სიუჟეტის ავტორი: გივი კუჭავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
