თავდაცვის ძალების დღე
საქართველოს თავდაცვის ძალები 33 წლისაა. იუბილე ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე აღინიშნა. ქვეყნის დამოუკიდებლობის, მშვიდობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ სამხედროებს, ხელისუფლებამ მადლობა გადაუხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული ჯარი ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია. სამხედროებზე ზრუნვა და მათი დაფასება- მთავრობამ უცვლელ პრიორიტეტად დაასახელა. პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა კი, ეს თარიღიც უკვე გაცხადებულ პოლიტიკურ ინტერესს მოარგო.

სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები