„ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი“
„ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი საქართველოს“ - განათლების სამინისტროში კონკურენტული ინოვაციების ფონდის მეორე კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. კონკურსის მიზანია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტულ მიმართულებათა განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება. კონკურსი ხელს უწყობს უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომელიც თავის მხრივ, შესაბამისობაში არის უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სახელმწიფო პრიორიტეტებთან. გამარჯვებულები გიორგი ამილახვარმა დააჯილდოვა.
